წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს დაგეხმაროთ ფილმებისა, თუ სხვა აუდიო-ვიზუალური პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე, თუმცა მოსამზადებელი პერიოდის დაგეგმვა და გადაღების პროცესის წარმართვა ჩვენი კომპანიის განსაკუთრებით ძლიერი მხარეებია. თქვენი პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე გაგიწევთ სრული წარმოების მენეჯმენტს, ან კონკრეტულ მომსახურებას.
ხარჯთაღრიცხვა: თქვენ გვეუბნებით რა გჭირდებათ, ჩვენ გაძლევთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. ვერგებით თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს და თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში გთავაზობთ ოპტიმალურ მომსახურებას. წარმოგიდგენთ დახარჯული თანხის დაწვრილებით აღწერილობას და საჭირო დოკუმენტაციას.
ლოკაციების ძიება: შეგირჩევთ სავარაუდო გადასაღებ ტერიტორიებს ჩვენი ფოტო-ალბომებიდან, რის შემდეგაც მოვაწყობთ საძიებო ტურს თქვენთან ერთად. ადგილზე შევისწავლით ლოკაციებს სცენართან შესაბამისობისა და ლოჯისტიკური მოწყობის თვალსაზრისით.
ქასთინგი: ვატარებთ ცოცხალ ქასთინგებს. გვაქვს პროფესიონალ და არაპროფესიონალ მსახიობთა მუდმივგანახლებადი ციფრული ბაზა.
გადამღები ჯგუფი: გთავაზობთ პროფესიონალ ადგილობრივ კადრს ნებისმიერ საჭირო პოზიციაზე. ამასთანავე, ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენი კადრების კომპეტენციასა და სინდისიერებაზე.
ტექნიკური აღჭურვილობა: ჩვენს კომპანიას გააჩნია ტექნიკური ბაზა, ანუ გამორიცხულია აღჭურვილობის ქირავნობის ღირებულების ხელოვნური ზრდა, რაც ყოველთვის ხდება კლიენტსა და ტექნიკის კომპანიას შორის შუამავლობის შემთხვევაში.
ქათერინგი: უგემრიელესი ქართული კერძები, ან ჯგუფის კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი მენიუ ნეტარებად გიქცევთ შესვენებებს რთული სამუშაო პროცესის დროს. საუზმე, ლანჩი, ვახშამი და ხემსი სამზარეულოს სრული აღჭურვილობით ნებისმიერ რთულად მისადგომ ლოკაციაზე ჩვენთვის მარტივი გამოწვევაა.
|